LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სპარი” ადგილზე მიტანის სერვისს ნერგავს

502

სუპარმარკეტების ქსელი ”სპარ საქართველო” პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისს ნერგავს. კომპანიის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმში მიტანის სერვისი უკვე გაშვა და მისით სარგებლობა ვაკის რაიონშია შესაძლებელი.

როგორც ”სპარ საქართველოში” აცხადებენ, მომხმარებელს შეკვეთა შეუძლია ტელეფონით, ცხელ ხაზზე: 2 30 20 30, 10-დან 19 საათამდე. შეკვეთიდან 5 წუთში ოპერატორი აცნობს დამკვეთს შეკვეთის ჯამურ ღირებულებას და იღებს დასტურს. გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით. ადგილზე მიტანის სერვისის ღირებულება კი 5 ლარს შეადგენს. სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ჰოლანდიურმა ბრენდმა ”სპარი” ქსელის განვითარება საქართველოში 2014  წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ”სპარ საქართველო” 46 ობიექტს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები