LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი და უკრაინელი მაჩოების შერკინება „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – დღეს ფინალია!..

152

დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალია. როგორც ყოველთვის, ფინალამდე პროექტი სოცქსელებში ხმაურიანი გარჩევებით მივიდა. ჯანო იზორიას პროექტიდან გავარდნას ბევრი კომენტარი მოჰყვა. თავად ჯანომ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, ფინალში თავად მოხვდებოდა, რადგან საკუთარ სამშობლოში მეტი მხარდაჭერა ექნებოდა, ვიდრე სტანისლავ ბონდარენკოს. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მსახიობი, მოგების შემთხვევაში, ბინის ჯანო იზორიასთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა ეს სიუპრიზი უნდა ყოფილიყო. ახლა კი, როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის…

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გვერდმა საფინალო შეკრინების ვიდეო განათავსა სოცქსელში. როგორც ჩანს, ძალიან დაძაბულ დუელს ვიხილავთ ორ მაჩოს შორის, რომლებსაც თაყვანისმცემლების გოგონების არმია ახვევიათ. გამარჯვებული საჩუქრად ბინას მიიღებს.

https://www.youtube.com/watch?v=kGbdPRnNz4k&feature=youtu.be

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები