სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთი ხუციშვილი „კომედი შოუში“ იწყებს მუშაობას და თათია სულუაშვილსა და თამუნა ლეკვეიშვილს ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ მათ „კომედი შოუ“, თუმცა როგორც ქეთი ხუციშვილმა fortuna.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ის არავის ჩანაცვლებას არ აპირებს და ამ შოუში საკუთარი ადგილი ექნება.
ქეთი ხუციშვილი:
პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ არავის ვანაცვლებ. თათია თათიაა და თამუნა კიდევ თამუნა. მე კი ქეთი ხუციშვილი ვარ. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ან თათია ვიქნები, ან თამუნა, მე ვიქნები მე (იღიმის). ანუ მიმიწვიეს, როგორც მსახიობი და არავის როლს არ ვასრულებ. არც „ლუნა“ იქნება კომედიში.
ხომ არ ნერვიულობ?
არა, რა მაქვს სანერვიულო?
„ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გიხილავთ?
„ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ვრჩები და „კომედი შოუშიც“ ვიქნები.