26 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება. ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.
ახალგაზრდებს სიტყვით პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე მიმართავენ.
”ქართული ოცნების” ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი დაესწრება.
ყრილობა დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.