LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა დევდორაკის ხეობაში სტიქიის განმეორების საშიშროება

81

ამალი-დევდორაკის ხეობაში სპეციალისტების 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად, სტიქიამ მხოლოდ გარკვეული ინფრასტრუქტურული ზიანი გამოიწვია, საბედნიეროდ დროული პრევენციული ზომების შედეგად სტიქიის ზონაში მყოფი ყველა ადამიანის დროულად გამოყვანა გახდა შესაძლებელი. უხვი ნალექი და მისგან გამოწვეული მასშტაბური მოვლენები უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ხეობაში მუდმივ მონიტორინგს კვლავ აგრძელებენ.

როგორც რადიო „ფორტუნას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამუნა ბაგრატიამ განუცხადა, სააგენტომ გათვალა რისკის ალბათობა, ამალი-დევდორაკის ხეობის მიმდებარე ტერიტორია მაღალი რისკის ზონად შეფასდა და ივნისიდან 24 საათის მანძილზე აკონტროლებდნენ.

მონიტორინგი გრძელდება არა მხოლოდ მდინარის მიმდებარედ, არამედ უშუალოდ ხეობის დასაწყისიდან, რაც საჭირო დროს იძლევა იმისათვის, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, საფრთხის მოახლოება დროულად განსაზღვრონ, ინფორმაცია ოპერატიულად გადასცენ ყველა შესაბამის სტრუქტურას და კოორდინირებული მუშაობით პრევენციული ღონისძიებები განახორციელონ. სწორედ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გუშინ, ხეობაში სპეციალისტებმა უხვი ნალექის გამო წარმოქმნილი საშიშროება ოპერატიულად გადასცეს ყველა სხვა უწყებას და დროულად გატარდა პრევენციული ღონისძიებები – სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა და გადაიკეტა გზის გარკვეული მონაკვეთი. თამუნა ბაგრატიას თქმით, ხეობაში ამ დროისთვის ვიტარება სტაბილურია.