LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის წარმომადგენლის ცნობით, ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

160
antiz-700x336

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

„რაც შეეხება ახალგორის საკითხს, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი საკითხით და მივიღე შემდეგ პასუხი, რომ ზოგადად, როცა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ, ან ჩნდება ხოლმე მათი განცხადებები. არც ერთს, და არც მეორეს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ამის დადასტურება მე ვერ მივიღე. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი დღეს“, – განაცხადა ანთაძემ.

ახალგორის მაცხოვრებლენის ნაწილის ინფორმაციით, მათ რუსი ე.წ. მესაზღვრეები აფრთხილებენ, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, 3 სექტემბერს, 18:00 საათიდან ჩაიკეტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები