LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბი, Chance the Rapper და T.I. ,,ნეტფლიქსის” ახალი მუსიკალური პროექტის თიზერში (ვიდეო)

72
RHYTHM AND FLOW

,,ნეტფლიქსმა” ახალი მუსიკალური კონკურსის – Rhythm + Flow თიზერი გამოაქვეყნა. შოუ, რომელიც დამწყებ ჰიპ–ჰოპ არტისტებს წარმატებისკენ მიმავალ გზას გაუკვალავს, სტარტს 9 ოქტომბრიდან აიღებს.

მომავალი ვარსკვლავების აღმოსაჩენად, პროექტის შემქმნელებმა მენტორებად ისეთი შემსრულებლები აირჩიეს, როგორებიც: ქარდი ბი, Chance the Rapper და T.I. არიან. სამკვირიანი მარათონის შესარჩევი ტურებისთვის, ისინი ატლანტას, ჩიკაგოსა და ნიუ–იორკს სტუმრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰიპ-ჰოპ კონკურსის ერთ-ერთი პროდიუსერი, ,,ოსკაროსანი” მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდია.

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=fMg_vK67ZjE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები