LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში კორპუსის ბინაში ჭერი ჩამოინგრა – არიან თუ არა დაშავებულები

140
ჭერი

ფოთში, სადაც ქალაქის მერია სახლის გადახურვის სამუშაოებს ასრულებდა, ბინის ჭერი ჩამოინგრა.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მოხდა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ სახლი 1937 წელს აშენდა, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა, ახლა კი მისი თქმით, ჭერის ჩამონგრევამ გარემონტებული ბინა გაუნადგურა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. როგორც ცნობილია, დაშავებულები არ არიან.

ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

„გადახურვის სამუშაოების პერიოდში მოხდა ჭერის ჩამონგრევა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ველოდებით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს, დავითვლით ზარალს და დავიწყებთ აღდგენის სამუშაოებს“, – აცხადებს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ მაშავა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები