LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წელი ბესლანის ტრაგედიიდან, რა დროსაც 186 ბავშვი დაიღუპა (ფოტოები)

1029
beslan 3

15 წელი ბესლანის სკოლის ტრაგედიიდან – ქალაქში დღეს დილიდან მემორიალური ღონისძიებები იმართება.

სკოლის სპორტული დარბაზის დანგრეულ შენობასთან 15 წლის წინანდელი მოვლენების დროს დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ.

ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბელსანში 2004 წლის 1 სექტემბერს მძევლად აიყვანეს 1100 ადამიანი. მათ შორის ბავშვები, პედაგოგები და მშობლები. მომხდარზე პასუხისმგებლობა შამილ ბასაევმა აიღო. ტერორისტები ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ითხოვდნენ.  

3 სექტემბერს დაიწყო სკოლის შენობის შტურმი, რა დროსაც 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი.

2017 წელს სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთათვის სამი მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს მთავრობამ ვერ დაიცვა მოქალაქეთა სიცოცხლე და შტურმის დაგეგმვის დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოება არ გაითვალისწინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები