LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, შს მინისტრი ისევ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

1024
61383510-1911872858914704-5364650375905280-n

მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას რამდენიმე წლის წინაც ხელმძღვანელობდა.

ბახტაძე მიდის და ადგილს შსს-ს ხელმძღვანელს უთმობს

 

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაკეთდება.

ღარიბაშვილი ერთხელ უკვე იყო შს მინისტრი და იქიდან ისიც პრემიერი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები