LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი : ქცევის ნორმები ყველგან გვჭირდება ქართველებს რომ ვისწავლოთ

56

ქართველებს კანონის გათვალისწინება ხშირად გვიჭირს, ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტმა უნდა მიიღოს განცხადება,რომლის თანახმადაც პარტიები წინასაარჩევნოდ ქცევისა და ეთიკის წესებზე თანხმდებიან.

„საერთოდ, ქცევის ნორმები ყველგან გვჭირდება ქართველებს რომ ვისწავლოთ. გვაკლია ქვეყნის მართვის კულტურა. ეს არა იმიტომ, რომ სხვებზე უნიჭოები ვართ, ჩვენ ცოტა პრაქტიკა და გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, რაც უფრო მალე დავიხვეწებით და მეტ ნორმებს შემოვიღებთ, რომლებსაც გავითვალისწინებთ, უფრო კარგი იქნება. არ გვიჭირს გათვალისწინება. რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით როგორ მოვიქცეთ პარლამენტში, ქუჩაში და არ მოხდეს იმის მსგავსი, რაც კორცხელში მოხდა, უფრო კარგი იქნება, უფრო მალე განვვითარდებით, ჩვენი სახელმწიფო უფრო მალე შედგება და წარმატებული იქნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები