LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღის“ გამარჯვებული დღეს დასახელდება

69

დღეს, 23 ივნისს, „ოტიუმში“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც ქართული შოუბიზნესის წევრები დაესწრებიან. კომპეტენტური ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებული გამარჯვებულები სწორედ ამ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. მთავარი პრიზის, წლის სიმღერის ტიტულის მფლობელს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცემა. ასევე დასახელდება „ხალხის რჩეული“, რომელსაც „ოქროს ტალღის“ საიტზე მიცემული ხმების და „იუთუბზე“ სიმღერის ნახვების, ასევე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რადიოჩარტებში მოწინავე პოზიციების მიხედვით არგუნებენ პირველ ადგილს.

რაც შეეხება „ხალხის რჩეულის“ ნომინაციას, goldenwave.ge-ზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა, მსურველებს ერთი სიმღერისთვის დღეში მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ ხმის მიცემა. გუშინ, 18:00 საათზე ხმის მიცემა შეწყდა, დღეს კი, „ოქროს ტალღის“ ცერემონიაზე ამ ნომინაციაში გამარჯვებულიც დასახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები