LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე 3 სექტემბერს ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

148
ავტომობილები

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე „სითი-მოლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს 17:00 საათიდან 3 სექტემბრის 24:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით. ავტოტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან დავით თავხელიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს პეტრე ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც მოძრაობას ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებენ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები