LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსი ჯოკერის როლში – პირველი თრეილერი

1382
joker

ტოდ ფილიპსის ახალი ფილმი „ჯოკერი“ უკვე მიიჩნევა „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტად. ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით გადაღებული დრამა, შემოდგომაზე სამ მთავარ კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. პირველად ფილმს ვენეციის კინოფესტივალზე ნახავენ, უკვე დღეს კი კინოკომპანია Warner Bros-მა პირველი ოფიციალური თრეილერი წარმოადგინა.

ფილმი კომიკ არტურ ფლეკზე გვიყვება, რომელსაც დედა ასწავლიდა, მუდამ გაეცინა ყველასთვის. ცხოვრებისეული სირთულეები კი მას ჯოკერად გადააქცევს. შეგახსენებთ, რომ ხოაკინ ფენიქსი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, სავარაუდოდ, ის ნომინაციას წელსაც მიიღებს. ფილმში ასევე მონაწილეობს რობერტ დენირო და კინოსურათის პრემიერა 3 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები