LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Holiday Inn Telavi – კახეთში პირველ ბრენდულ სასტუმროს მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

1109
61494375-2119197431536155-3137466428542681088-n

პირველ და ერთადერთ ბრენდულ სასტუმროს კახეთში – Holiday Inn Telavi-ს მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში, Holiday Inn Telavi-ში ადგილობრივი დამსვენებლებისთვის აგვისტოს თვეში – საუზმე და განთავსება 2 ადამიანზე მხოლოდ 180 ლარი ჯდება. ამასთან, როგორც სასტუმროს მენეჯმენტში განმარტავენ, მიუხედავად მაღალი სეზონისა, Holiday Inn Telavi განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს დამსვენებლებს. კერძოდ, სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით და გადასახადებით 85 აშშ დოლარია.

შეგახსენებთ, თელავში ახალი ბრენდული სასტუმრო Holiday Inn Telavi 2019 წლის 1 ივლისს გაიხსნა. სასტუმროში სულ 85 ნომერია, რომელიც 3 ძირითად კატეგორიად იყოფა: სტანდარტი, ეგზეკუტივი (executive) და სუიტი (suite).

სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც ბრენდმა შეიმუშავა, სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალური მყუდრო სივრცით  სტუმრების გასართობად და სამუშაოდ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. სასტუმროში მეხუთე სართულზე ასევე განთავსებულია რესტორანი და ბარი „იბერიკო“, საუკეთესო ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს საცურაო აუზით პანორამული ხედებით, საუნით, ორთქლის აბანოთი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი,რომელიც გათვლილია 50 -60 სტუმარზე.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ სასტუმროს გახსნა კახეთის რეგიონისთვის – Holiday Inn Telavi -ის მენეჯმენტში ამბობენ, რომ რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია და კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი.

„კარგია, რომ დღეს ძალიან ბევრი ადგილობრივი სასტუმრო სთავაზობს ვიზიტორს მომსახურებას, თუმცა ახალი ბრენდული სასტუმროების გამოჩენა ბაზარზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა გავზარდოთ საერთაშორისო ტურისტების ნაკადი კახეთში. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ ქართული ღვინო და სამზარეულო და ამით კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ღვინის ტურიზმის განვითარებას. Holiday Inn Telavi პირველი და ერთადერთი ბრენდული სასტუმროა თელავში, რომლის გამოჩენაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კახეთის და კონკრეტულად თელავის, როგორც პოპულარული ტურისტული რეგიონის წარმოჩენასა და განვითარებაში“, – აცხადებენ Holiday Inn Telavi-ის მენეჯმენტში.

მათივე ცნობით, სასტუმრო არის სრულად ქართული ინვესტიციით აშენებული და წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სტუმართმასპინძლობის პროგრამის ბენეფიციარს.

აღსანიშნავია, რომ Holiday Inn Telavi შპს „სასტუმრო თელავის“ მფლობელობაში და მას მართავს Hotel Collection International (მანამდე ცნობილი ,,T3 Hospitality Management’’-ად) , Intercontinental Hotel Group -ის მიერ  ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები