ჯეიმი ვარდის შესახებ ფილმი 2017 წელს გამოვა. ”ლესტერის” სენსაციური ფორვარდი ახლა ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, თუმცა საკუთარ ფილმზეც გააკეთა კომენტარი:
”ფილმის გადაღებები პროცესშია. მითხრეს, რომ ის 2017 წელს გამოვა. ახლა მსახიობების შერჩევის სტადიაზე არიან. ვინ ითამაშებს ჩემ პერსონაჟს? არ მაქვს ამის გახმაურების უფლება. ისიც არ ვიცი ზუსტად რა ერქმევა. არ ვაპირებდი საკუთარ თავზე წიგნის დაწერას, მაგრამ აგენტს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ახლა შესაფერისი მომენტია. ბევრმა არ იცის, რა გამოვიარე ამ დონისთვის რომ მიმეღწია. ვფიქრობ, საინტერესო წიგნი გამოვა”, – გაახმაურა ვარდის სიტყვები ВВС-მ.