”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა, რომელიც უფრო აქტიურია და მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის კომპანიაში წარმოდგენილი ავტომობილების შესახებ.
როგორც ”ფორტუნას” ”ომეგა მოტორსიდან” აცნობეს, ახალი ვებ-გვერდი წინაზე ბევრად უფრო გაუმჯობესებულია და აქ განთავსებულია ინფორმაცია ყველა ავტომობილზე, მომსახურებასა და გარანტიაზე, ასევე წარმოდგენილია საინტერესო ვიდეო მასალები და სხვა.
მათივე ინფორმაციით, ვებ-გვერდის საშუალებით შესაძლებელია ასევე კომპანიაში შეხვედრის დაჯავშნაც. ”თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ შეხვედრა „დაგვიკავშირით“ ღილაკზე დაჭერით. როგორც კი აღმოჩნდებით „დაგვიკავშირდით“ გვერდზე, დაინახავთ კონვერტის გამოსახულებას, დააჭერთ და მიიღებთ ფორმის ფურცელს, რომელსაც შეავსებთ და გამოაგზავნით. ჩვენ კი თქვენ შეკითხვებს ვუპასუხებთ 24 საათის განმავლობაში”, – განაცხადეს ”ომეგა მოტორსში”.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ვებ-გვერდზე მომხმარებელი ამომწურავ ინფორმაციას ავტომობილის კონკრეტულ ოფციებთან და ”ომეგა მოტორსის” მიერ დამოწმებულ მეორად მანქანებთან დაკავშირებითაც მიიღებს. ამასთან, ვებ-გვერდის უპირატესობაზე მეტყველებს მისი სისწრაფეც, ის იძლევა ძალიან სწრაფი ძიების საშუალებას.
ცნობისთვის, ”ომეგა მოტორსის” ახალი ვებ-გვერდი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის 21 ივნისს გაეშვა. ”ომეგა მოტორსის” ახალ ვებგვერდს შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე ეწვიოთ: http://www.omegamotors.ge/