LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის ნიუსრუმი ცარიელი გგონიათ, მაგრამ აქ 800-მდე ადამიანია – ირაკლი იმნაიშვილი

2629
იმნაიშვილი

“შეიძლება გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი ცარიელია, მაგრამ დღეს, როდესაც შემოვედით ჩვენ აქ დაგვხვდა რვაასამდე ადამიანი – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი რუსთავი 2-ის სტუდიიდან ირაკლი იმნაიშვილმა, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე განიხილება.

იმანიშვილის მტკიცებით, რუსთავი 2-დან წასული ჟურნალისტები დგანან ზღვარზე და ფიქრობენ, მიიღონ ემოციური თუ პროფესიული გადაწყვეტილება.

„თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ, . ისინი ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში “ – თქვა ირაკლი იმნაიშვილმა

მისივე თქმით,არხი იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ “ხალხსაც და მფლობელებსაც ტელევიზია მალევე წაართვეს”. როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა,  სურს რუსთავი 2 გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზიად აქციოს,  გამარჯვება კი გუნდმა პირველ რიგში უნდა მოიპოვოს ცენზურაზე.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მთავარი ამოცანაა, შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულების, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა.

„ეს იქნება კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას დაიცვან საკუთარი თავი. რუსთავი 2 იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, თუმცა ხალხსაც და და ეს მფლობელებსაც ეს ტელევიზია მალევე წაართვეს და თუ ჩვენი მოლაპარაკება დამთავრდება წარმატებით მაქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზია”- განაცხადა იმნაიშვილმა.

პაატა სალიას განცხადებით,  „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს

"ეს არის პროფესიონალი, რომელსაც არ ჭირდება დამატებითი წარდგენა. მას იცნობს მთელი საქართველო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები