LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკმა „რესპუბლიკა“ ბიზნესკლიენტებისთვის ”პრო ბონო ფორუმი” გამართა

90

ბანკმა „რესპუბლიკამ“  ”პრო ბონო ფორუმი” გამართა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  ბოლო ორი წელია, წარმატებით ხორციელდება ”ბანკ რესპუბლიკას” უნიკალური პროექტი – „პრო ბონო ფორუმი,“ რომელიც ბანკის ბიზნესკლიენტებისთვისაა გამიზნული. წელს ფორუმის მესამე რაუნდი გაიმართა, ამჯერად ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“. ფორუმს ასამდე კლიენტი ესწრებოდა.

ბანკის ინფორმაციით, „პრო ბონო ფორუმი“ რამდენიმე მიზანს ემსახურება, მათ შორის, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას (ლათ: pro bono publico), ბანკის საკონსულტაციო როლის და კლიენტებთან პარტნიორობის გაძლიერებას და ცოდნის გაზიარების გზით ბიზნესის ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას. შეხვედრები ბანკ „რესპუბლიკის“ მენეჯმენტს, მოწვეულ ექსპერტებს და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი კომპანიების მენეჯერებს აერთიანებს.

წლევანდელი ერთდღიანი ინტერაქტიული „პრო ბონო ფორუმი“ შემდეგი ვორქშოფებისაგან შედგებოდა: „როგორ ვმართოთ ცვლილებები“ (მომხსენებელი მოწვეული ექსპერტი ნინო ოხანაშვილი) და „საგადასახადო საკითხები“ (მომხსენებელი მოწვეული ექსპერტი ეფრემ ურუმაშვილი).

მონაწილეებმა მომხსენებლებთან ერთად ბიზნესის პრაქტიკული ასპექტების შესახებ იმსჯელეს, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და კონკრეტული შემთხვევები განიხილეს. ფორუმის შემდეგ ბანკმა მონაწილეები კოქტეილ-მიღებაზე მიიწვია.

„საბანკო საქმიანობა უპირველესად მომსახურებაზე ორიენტირებული პროფესიაა. ამიტომ, კლიენტებთან ჩვენი ურთიერთობის ხარისხი ჩვენი მომსახურების გულში დევს. სწორედ ეს იგულისხმება ჯგუფის მთავარ სლოგანში: „ერთად შევქმნათ გუნდური სულისკვეთება.“ გუნდური სულისკვეთების შექმნა დაპირებაზე მეტია. ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენი ცოდნა და ენერგია კლიენტების სრული ნდობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბანკ „რესპუბლიკაში“ ვმუშაობ და ჩვენს კლიენტებთან ერთად დროის შინაარსიანად გატარების ყველა შესაძლებლობით ვსარგებლობ”, – აღნიშნა ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა, ანტუან გაბიზონმა .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები