Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლია შამუგია და დარეჯან მინდიკაური ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლია შამუგია და დარეჯან მინდიკაური ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

224

მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ახლობლები ერთმანეთს დღეს ორჯერ დაუპირისპირდნენ – ერთხელ სხდომის დაწყებამდე, მეორე კი – სასამართლოს საპირფარეშოში.
„შესვენებაზე გამოვედით და შევდიოდი ტუალეტში, როგორც კი კარი გავაღე შემეფეთნენ ლანა და დედამისი. არაფერი  მითქვამს, შევედი თუ არა, ლია შამუგია იდგა წინ და დამარტყა სახეში,“ – ამბობს დარეჯან მინდიკაური.
დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერივნენ, სიტუაციის განმუხტვა მანდატურის სამსახურმა შეძლო.

დარეჯან მინდიკაურის ახლობლების ინფორმაციით, დაპირისპირება ლია შამუგიას და ლანა პაპიძის პროვოცირებული იყო. შამუგია და პაპიძე კი ამბობენ, რომ დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრებმა დაიწყეს.