Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
იულია სუსლიაკს ფსიქიკური პრობლემები აქვს – ადვოკატი სტრასბურგში საქართველოს უჩივლებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია სუსლიაკს ფსიქიკური პრობლემები აქვს – ადვოკატი სტრასბურგში საქართველოს უჩივლებს

129
IULIA

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი იულია სუსლიაკის ფსიქიკურ პრობლემებზე მისი ადვოკატი საუბრობს. ზურა თოდუას მტკიცებით, ეს შესაბამისმა ექსპერტიზამაც დაადასტურა.  [related_news id=”225172″ align=”left”]

ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად ქალაქ ხმელინსკში იმყოფება და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადის.

თოდუა თვლის, რომ სუსლიაკი სამი თვე უკანონო პატიმრობაში იყო, რის გამოც იურისტი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში ჩივილს აპირებს.

„ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად იულია სუსლიაკის მიმართ დარღვეული უფლებების თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს გენერალური პროკურატურის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან, როდესაც ის მისცეს პასუხისგებაში არარსებული დანაშაულის გამო და სამი თვე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში“, – აცხადებს თოდუა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

რაც შეეხება იულია სუსლიაკის მეუღლეს, თოდუას განცხადებით, ის კვლავ აფხაზეთში იმყოფება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები