LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები დააკავეს

100

სოფელ მეჯვრისხევის ტაძართან გუშინ საღამოს სროლა ისმოდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ეკლესიიდან ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს.

გუშინ საღამოს სოფელში ლომისობას აღნიშნავდნენ. ადგილობრივების თქმით, ვიტალი ჯოჯიშვილი ეკლესიაში მარტო წავიდა. ცოტა ხანში კი რამდენიმე მწყემსმა 6-7 გასროლის ხმა გაიგო. ტაძარში მისულებს მათ ადგილზე აღარავინ დახვდა.

არც ეკლესიაში და არც მის გარშემო არ უპოვიათ არც სისხლის კვალი. ვიტალი ჯოჯიშვილის ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გატაცების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც პოლიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები