LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოკლედ მოგიყვებით, რას ნიშნავს საქართველოში დასვენება…”

173
FB-IMG-1566799780608

ლევან ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღწერს, რა დაუჯდა საქართველოში დასვენება.

გთავაზობთ მის მონათხრობს:

“როგორც ყველა, მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი ვთქვი ევროპა-აზიაზე და ჩემი შვებულება გავატარე საქართველოში.

მოკლედ მოგიყვებით, რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში.

მოგზაურობა დავიწყე რაჭა-კრიხი Glamping Georgia-ით, გავჩერდი სულ 2 დღე, ფასი 1 დღე 140 ლარი 2 ადამიანზე + საწვავი და კვება 300 ლარი,
სანამ დავჯავშნე მითითებული იყო რომ საუზმე შედის, საუზმის გარდა ყველაფერი იყო, მაგას ჯობია არ დაწერონ რომ საუზმე შედის.

ჯამში = 580 ლარი

ნამდვილად დაისვენებ თუ არ ჩავთვლით რომ გზაში 5:00-5:30 გინდა და უკვე დაღლილი ხარ, 2 დღე ცოტაა მსგავსი სიტუაციისათვის.

გავაგრძელე – საირმე @Best Western Sairme Resort
გავჩერდი სულ 2 დღე, ფასი 1 დღე 300 ლარი 2 ადამიანზე, სამჯერადი კვება შედის, ნომრის ფასში შედის ღია აუზიც მაგრამ სამი სასტუმროს დამსვენებელი რანაირად უნდა დაეტიოს 10 კვადრატში არ ვიცი, რანაირად როგორ?
იძულებული ხდები შეხვიდე დახურულ აუზში სადაც ფასიანია და იხდი დამატებით.
+ საწვავი 160 ლარი
+ სპა/ბასეინი/საუნა 40 ლარი
+ მასაჟი 45 ლარი

ჯამში = 845 ლარი

გავაგრძელე – ურეკი კოტეჯები ურეკში
გავჩერდით 5 დღე, ფასი 1 დღე 100$ იხდი 295 ლარს და ტელევიზორი ვერ ჩავრთე, აბაზანაში (დუში) გატეხილი იყო და ვერაფრით შევაცვლევინე, ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდნენ ერთ საათში მოვა ტექნიკოსიო, ამასობაში გავიდა ის 5 დღეც, 7 ადამიანი ვიყავით, რადგან ბავშვები მყავდა მომიწია მინივენის ქირაობა, 5 დღეში 420 ლარი გადავიხადე + საწვავი 280 ლარი,
დღეში საშუალოდ 300-350 ლარი დაჯდა ორჯერადი კვება,
+ ციცინათელა(ატრაქციონები) -200 ლ
+ ბათუმი (დელფინარიუმი) 140 ლ
+ იახტით გასეირნება ზღვაში -70 ლ
შეზლონგებში სულ დავხარჯე 105 ლარი.
+ ველოები, ნაყინები და ათასი რამ დაახლოებით 450-500 ლარი

რა თქმა უნდა ამ 5 დღის მანძილზე მზე მხოლოდ 1 საათით გამოვიდა და დანახვაც ვერ მოვასწარი,

ჯამში = 4940

გამოვიდა ჯამში 9 დღე და მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა = 6365,00 ლარი

უბრალოდ, უხერხულია, ყველა წვრილმანი ჩამოვთვალო და ჯამში
8,000 ლარი დავხარჯე

❌შედეგი, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე, ვერ მივიღე რუჯი, ჩამოთვლილთაგან არც ერთ ადგილას არ ვარგა სერვისი, მომსახურეობა და რაიმე სხვაზე ხომ ზედმეტია საუბარი, ამ თანხით ევროპაში 2 -ჯერ წავიდოდი 10-10 დღით და ბევრად კმაყოფილი ვიქნებოდი,
ფასები არარეალურად დიდია არსებულ რეალობასთან, არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აღარასდროს გავაკეთებ იგივეს და აუცილებლად წავალ დასასვენებლად ევროპა ან აზიაში.

უკეთესობისკენ ვერ შეცვლის 100 კაცი თუ 100,000-მა კაცმა არ მოინდომა,
მეტი შეგნება და გათვალისწინება გვმართებს ერთმანეთის ?

ივლისის ბოლოს ვიყავი Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection -ში
1 დღე 2 ადამიანზე 890 ლარი
გავჩერდი 2 დღე
სადილი/ვახშამი – 730 ლარი
+ საწვავი 160 ლარი

ჯამში = 2670 ლარი

ეს ის ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ორმაგს გადაიხდი, სერვისი აქვთ ძალიან მაღალი დონის, შედიხარ თუ არა, ეს ეგრევე იგრძნობა, ადგილობრივი მომსახურე პერსონალი აი სიტყვები არ მყოფნის, კარგად დათრენინგებულები, ევროპაშიც კი იშვიათობაა მსგავსი სერვისი
გირჩევთ ყველას, რომ ესტუმროთ?

იმედია, ვინმეს გამოგადგებათ ეს ინფორმაცია ?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები