LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპმა ბორის ჯონსონი ბრექსიტისთვის შეაქო და “დიდ სავაჭრო შეთანხმებას” დაპირდა

102
ewt2t

საფრანგეთში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე შეხვედრისას, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერს, ბორის ჯონსონს, ბრექსიტის შემთხვევაში, დიდ სავაჭრო შეთანხმებას დაპირდა.

ბორის ჯონსონის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმება რთული იქნება, თუმცა ეს უდიდეს შესაძლებლობებს გაუხსნის ბრიტანელ ბიზნესმენებს.

დღესვე ბორის ჯონსონი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა ამ შეთხვევაშიც ბრექსიტი იყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, თუ ლონდონი და ევროკავშირი ბრექსიტის პირობებზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ, მაშინ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კომპენსაციის სახით 39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს არ გადაიხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები