LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალსოფლის ტყეში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის

86
a1566657509

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ამ დროის მდგომარეობით ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის.

ყვარლის მერის ინფორმაციით, ღია კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია. როსტომ სესიაშვილის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია ავიაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ვეტმფრენი უწყვეტად მუშაობს. ამის პარალელურად მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის ნახევარი თითქმის გაწმენდილია, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაღალი გამავლობის წყლამზიდი მანქანები შეძელებენ სტიქის ზონაში მუშაობას. მოგეხსენებათ რთული რელიეფის გამო ღია კერებთან გამკლავებას ცოცხალი ძალის მეშვებით ვახდენთ. ამ ეტაპზე დაკვამლიანება შემციდა და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”, – აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

მესამე დღეა, ცეცხლი სოფელ ახალსოფლიდან დაახლოებით, 5 კილომეტრში, ტყის მასივზეა გავრცელებული. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები სოფელ ზინობიანის ტბიდან წყლის მარაგს იღებენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები