პოლიტოლოგი გია ნოდია “რუსთავი 2”-ში მიმდინარე პროცესებს აფასებს. მისი ვარაუდით, “რუსთავი 2-ის” ხელში ჩაგდების შემდეგ გეგმა ივანიშვილ-ხალვაშს წინასწარ მომზადებული არ ჰქონდათ და ახლა ეტაპობრივად უწევთ გზების გამონახვა.
"მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება,“
9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს
გარდა ამისა, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ერთი მთავარი ხაზი იკვეთება, რაც ზოგადად ივანიშვილს ახასიათებს – ილუზიის შენარჩუნების მცდელობა.
“როგორც ჩანს, ივანიშვილ-ხალვაშს კარგად არ ჰქონდათ გააზრებული, რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების შემდეგ ზუსტად რა უნდა გაეკეთებინათ და გზადაგზა ფიქრობენ. მაგრამ ერთი „გამჭოლი“ ხაზი ჩანს – მათ მაქსიმალურად უნდათ იმ ილუზიის შენარჩუნება, რომ ეს საქმე მართლა მესაკუთრეთა დავაა, რომ არაფერი პოლიტიკური არ ხდება. ზოგადად, ივანიშვილის სტილია, რომ ასეთ მოჩვენებით რეალობებს ძალიან უფრთხილდება, თუნდაც მათი არავის სჯეროდეს.
იმ ილუზიასაც დიდხანს და სერიოზულად იცავდა (2013 წლის ოქტომბრიდან), თითქოს თვითონ კერძო მოქალაქეა და ქვეყნის მართვაში არ ერევა.
ამიტომ იყო, რომ თავიდან ხალვაშმა მარტო ნიკა გვარამია გაუშვა და რაღაც პერიოდი აცალა ძველ გუნდს. შემდეგ ეტაპებზე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ჩაენაცვლებინა ძირითადი სახეები და სარედაქციო პოლიტიკა თანდათან, „რბილად“ შეეცვალა. „გამოუსწორებლებს“ მოიცილებდა, სხვები გამოსწორდებოდნენ.
გუშინ „კურიერის“ გუნდმა ამის შესაძლებლობა არ მისცა. ძალიან, ძალიან კარგი იყო,” – წერს გია ნოდია.
ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, ბრიფინგი გამართა და არხის წამყვანი სახეების გათავისუფლებაზეც ისაუბრა, “რუსთავი 2” პირდაპირ ეთერში დატოვეს “კურიერის” წამყვანებმა. 9-საათიანი კურიერი სწორედ მათი წასვლით შემოიფარგლა და სხვა ინფორმაცია ეთერში არ გასულა.