LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ობლიგაციების შესახებ პირველი საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს

18

საინვესტიციო ბანკის ”გალტ & თაგარტის” მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ობლიგაციების შესახებ დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების რიგით მე-13 საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს.

კონგრესის მონაწილეები განვითარებადი ქვეყნების ობლიგაცების ბაზრების საკითხებზე მსჯელობენ, მათ შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ფინანსური სისტემა და ობლიგაციების ბაზარი, მაკროეკონომიკური განვითარება და საფინანსო ბაზრების პერსპექტივები, ევროობლიგაცების ბაზარი, ინვესტორების დისკუსია, თემატური სექციები ცალკეული ქვეყნების მიხედვით: აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელარუსის ობლიგაცების ბაზრები.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კომპანია Cbonds-ის კონგრესი ობლიგაციების შესახებ წამყვან ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც განიხილება ობლიგაციების საშინაო ბაზრის განვითარების საკითხები დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში.

”საქართველოში ფინანსური ბაზრები ვითარდება და ძალიან სასიხარულოა, რომ ბალტიისპირეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბის კონფერენცია ჩვენთან ტარდება. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობს ბევრი ინვესტორი, რომელებიც ფოკუსირებულები არიან ამ რეგიონზე და აინტერესებთ ისეთი ობლიგაციები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან გამოდის. ”გალტ & თაგარტი” 250 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მოზიდვაში დაეხმარა ქართულ კომპანიებს”, – განაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.

ორდღიან კონგრესში 14 ქვეყნიდან 200 დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, ემიტენტები და ინფრასტრუქტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები