მეგობრებმა გააერთიანეს საკუთარი დანაზოგი და ესპანეთში, გალისიის რეგიონში მთელი სოფელი იყიდეს. ისინი სახლებს მოაწესრიგებენ, გაარემონტებენ და კეთილმოაწყობენ, მერე კი საპენსიო ასაკში იქ საცხოვრებლად გადავლენ.
დანაზოგის საერთო თანხა 140 ათასი ევროა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სოფლის შესაძენად, რომელიც 50 წელი დაცარიელებული იყო.
სოფელშია არის რამდენიმე ბეღელი, რომელთა საცხოვრებლად გადაკეთება შეიძლება.
ესპანეთში დაახლოებით 3 ათასამდე მიტოვებული სოფელია. მოქმედებს პროგრამები, რაც მიმართულია ასეთი ადგილების გამოსაცოცხლებლად.