მაგდა პაპიძის საქმეზე მოწმე თინათინ პეტრიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს დედამთილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ლილი მინდიკაურს ზურგს უკან ლანძღავდა. ამასთან, პეტრიაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ პაპიძე ბავშვს ტანსაცმელს და სასურველ ნივთებს არ აკლებდა, თორნიკე ქაფიაშვილს ყოველთვის აკლდა სხვა ბავშვებთან ურთიერთობა.
მოწმის განცხადებას მაგდა პაპიძის რეპლიკა მოჰყვა, რაზეც პეტრიაშვილმა უპასუხა :
„ხმას როგორ იღებ, შე შვილის მკვლელო, ამ ხელებით როგორ ჭამს საჭმელს. შენი სახით საქართველო მსახიობ ადამიანს კარგავს“.
ამასთან, თინათინ პეტრიაშვილი იხსენებს, რომ მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ მკვლელობის შემდეგ შვილი მისი თანდასწრებით სასტიკად გალანძღა.
„ლია შამუგიამ თქვა – ეს ყველაფერი ხალხისთვის ვილაპარაკე, თორემ ისე მაგდას საფლავსაც არ ვაღირსებო. ასევე ლანა პაპიძემ, როდესაც სამძიმარზე პირველად მოვიდა, თქვა, რომ ჯერ კიდევ არ ვიცნობ მაგდას რისი გამკეთებელია, ის არც მას და არც მის შვილს დაინდობდა“, – აღნიშნა მოწმე პეტრიაშვილმა.