საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალუბანთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, დღეს დაკვებული პირიც ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინაც დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.