გორის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მახარაშვილმა ამბობს, ოსურ მხარეს სოფლისთვის წყლის რეზერვუარის შენარჩუნება სთხოვა.მისი თქმით, მოლაპარაკებების მიუხედავად მან ოკუპანტებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მისი თხოვნა გათვალისწინებული იქნება.
„სარწყავ არხზე ჰქონდათ პრობლემა. პირდაპირ გეუბნებით, დავურეკე, გამოუშვით, სარწყავი არხით ირწყვება ესთქო. იმათთან შეხვედრაც მქონდა, ოსები იყვნენ და ვუთხარი, რომ ეს ტერიტორია იქნება არ მოჰყვეს, სარწყავი არხი. მე მგონი არ მოჰყვება. გვითხრეს, რომ არაო,“- განაცხადა “რუსთავი 2”-თან საუბრისას მახარაშვილმა
გუგტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა არ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს და ოკუპანტების ხელში დარჩენილ ადგილობრივებს საკუთარი სახლების დასაშლელად სამდღიანი ვადა მისცეს, რომელიც სწორედ დღეს იწურება.
გუგუტიანთკარში რაზმაძეების ოჯახმა სახლის დემონტაჟი დაასრულა
რა ვითარებაა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელში?
რაზმაძეების ოჯახმა სახლის დემონტაჟი თითქმის დაასრულა. რაზმაძეები ამბობენ, რომ ომის დროს დაზიანებულ სახლში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესისას გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, აღარ დაბრუნდებიან.
ჯერ უცნობია, აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება