LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: “ფეკალიები ჩაედინება თბილისის ზღვაში, პირდაპირ მილი ჩადის…”

171
xabeishvili

თბილისი შეიძლება ეპიდემიის რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

დღეს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე ხაბეიშვილმა შესაბამისი ვიდეო წარადგინა სადაც ჩანს, რომ მილით თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება. ხაბეიშვილი შესაბამის უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

თბილისის ზღვაში წყლის ხარისხი ნორმალურია

"წყლის ხარისხი რეგულარულად მოწმდება"

„ამდენი ადამიანია, წავიდეთ და ვნახოთ, რომ ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში, პირდაპირ მილი ჩადის…. თქვენ თუ არ გააკეთებთ ამას, მივიყვან მანქანას და იმ მილს, საიდანაც მოდის ეს, დავაყრი მიწას“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილი „სისულელეების“ ლაპარაკსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე კი აცხადებს, რომ მილის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა იმ ადგილებში, საიდანაც დედაქალაქი წყლით მარაგდება, არაფერი არ ჩაედინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები