LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ედი რედმეინი Prada-ს ისტორიულ ფოტოსესიაში

241

Prada-მ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია წარმოადგინა. მამაკაცის ხაზის რეკლამირება ცნობილმა მოდის სახლმა ოსკროსან მსახიობს, ედი რედმეინს ანდო. ინტერნეტში გამოჩნდა კრეიგ მაკდინის ფოტოსესიის პირველი კადრები, სადაც მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება.

ედი რედმეინმა Prada-ს კოლექციიდან რამდენიმე კოსტიუმი მოირგო. მათ შორის გრძელი პალტო, ტყავის ქურქი, ფეხსაცმელი და ჩანთები მამაკაცებისთვის. პრადამ ახალ კოლექციაში მამაკაცის მოდის ბოლო ასწლეულის  ევოლუცია გვაჩვენა.  კოლექია უფრო ექსკურსიას ჰგავს, რომელიც მოდის ისტორიას გვახსენებს. სწორედ ამის გამო შეირჩა კოლექციის სახედ რედმეინი, რომელმაც არაერთხელ განასახიერა ისტორიული პერსონაჟები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები