LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვაში წყლის ხარისხი ნორმალურია

293
tbilisis-zgva7

თბილისის ზღვაში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თბილისის ზღვაზე საბანაოდ ნებადართულ ტერიტორიაზე წყლის ხარისხს რეგულარულად მოწმდება. კონტროლი 29 კომპონენტზე, მათ შორის 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დამატებით კვლევას კიდევ ჩაატარებენ და შედეგებს საზოგადოებას გააცნობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები