გორის მერი გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.ამის შესახებ qartli.ge-ს კონსტანტინე თავზარაშვილმა თავად განუცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.
,,ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიანთკარში,“-განაცხადა თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.
ქაცარავა: გუგუტიანთკარელები შლიან საკუთარ სახლს, ხელისუფლება კვლავ არაფერს აკეთებს (ფოტო)
"პოლიცია კვლავ არ გვიშვებს გუგუტიანთკარში"