13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილების სულის მოსახსენიებლად დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პანაშვიდს გადაიხდის.
მსახურება ვაკე-საბურთალოს გზაზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან 11 საათზე შესრულდება და მას მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი დაესწრებიან.
ერთი წლის წინ, 13 ივნისის ღამეს სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან ორის პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა.