პირველი ქართული კოსმეტიკური ბრენდი ”იზოსია” რუსულ ბაზარზე შევა. როგორც ”ფორტუნას” ბრენდის დამფუძნებელმა, ინდივიდუალურმა მეწარმემ იზო გოგოძემ განუცხადა, ”იზოსიას” კრემები სატესტოდ პეტერბურგში გაიგზავნა.
”პეტერბურგიდან პასუხი უკვე მივიღეთ და რაც მთავარია, დადებითი. შესაბამისად, ახლა კრემების შეფუთვის პროცესი მიმდინარეობს და მალე გავაგზავნით რუსეთში”, – აღნიშნა გოგოძემ.
მისივე ინფორმაციით, ბრენდი კრემების ახალ ფორმულებზეც მუშაობს. უკვე არსებულ 5 სახეობის კრემს, უახლოეს მომავალში კიდევ 3 სახეობა დაემატება, ეს იქნება ტანის, ხელისა და რუჯის შემდგომი კრემები. ”ჯერჯერობით მაქვს არგანის, ატმის, ჟოჟობას, ავოკადოსა და წიპწის კრემები. თუმცა, ახალ ფორმულებზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე ჩემს მომხმარებელს, კრემის უახლეს სახეობებსაც შევთავაზებ”, – აღნიშნა გოგოძემ.
როგორც ”იზოსიას” დამფუძნებელმა განმარტა ”იზოსიას” კრემები 100 პროცენტით ნატურალურია და მათ შემადგენლობაში 60%-ი ნატურალურ ზეთებზე მოდის, დანარჩენი 40% კი – სხვადასხვა ინგრედიენტზე.
ცნობისთვის, ”იზოსიას” კრემების კომერციული მიზნით წარმოება ბოლო რამდენიმე თვეა დაიწყო. რაც შეეხება რეალიზაციას, ბრენდი ფლობს საკუთარ მაღაზიას ვერაზე. გარდა ამისა, ამ დროისთვის ექსპორტი იტალიაში ხორციელდება, სადაც მის პოპულარიზაციას ქართული სათვისტომო ეწევა.