“ბლექ სი არენაზე” გამოსვლის შემდეგ ცნობილი მსახიობი ჯარედ ლეტო დროს შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” ატარებს.
მსახიობის გვერდით ნომერში შემთხვევით აღმოჩნდა ჟურნალისტი ნინჩო ჯიბლაძე, რომელსაც ჯარედ ლეტო გამოელაპარაკა. ნინჩო წერს, რომ მან მოისმინა ინტერვიუ, რომელიც საქართველოს შესახებ ლეტოსთან ჩაწერეს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
“Meeting with #jaredleto ?
საოცარი ისტორიაა – ვზივარ აივანზე, სერიალს ვუყურებ. ზუსტად ჩემს გვერდზე აივანზე მესმის ინგლისური საუბარი. ვიღაცამ დააცემინა, ინგლისურად ვუთხარი “bless you” – უცებ თავი გადმოწია “thank you! I like your sunglasses” – მითხრა გაღიმებულმა ჯარედ ლეტომ ?
არც მეტი, არც ნაკლები, 40 წუთი ვუსმინე მის ინტერვიუს ლაივში. უამრავი საოცარი სიტყვა თქვა საქართველოზე, ძალიან თბილად საუბრობდა. თავს უფლება არ მივეცი მეტი გადამეღო, თავის გეგმებზე საუბრობდა, ძალიან მაგარი მოსასმენი იყო, გამიმართლა რომ ჩემს გვერდზე აივანზე გადაწყვიტეს ინტერვიუს ჩაწერა ❤”