ნორვეგია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ხეების მოჭრა სრულად აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ნორვეგიულმა პარლამენტმა მიიღო.
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჩვენ დავიცავთ ხეებს. ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე ხე-ტყის გადამამუშავებელმა კომპანიამ ხეების გაჩეხვის გამო საფრთხე შეუქმნა ტროპიკულ ხეებს”, – აცხადებს ნორვეგიის ტროპიკული ხეების დაცვის დეპარტამენის ხელმძღვანელი, ნილს ჰერმან რანუმი. სწორედ მისმა ორგანიზაციამ წარადგინა ეს ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში.
აღნიშნული ორგანიზაცია მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ.