გასულ უქმეებზე ლიბანმა უმასპინძლა ავტორბოლას, რომელიც პირდაპირ ქალაქის ცენტრში გაიმართა. ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გამარჯვებული პილოტი მიშელ ფეგანი ვიწრო მოსახვევებს მაღალი სიჩქარით გადის.
როგორც წესი, რბოლები ქალაქიდან მოშორებით იმართება ხოლმე. ტრასებს ტყეებში, მინდვრებზე ან მთებში აწყობენ. ზოგჯერ სპეციალურ ავტოდრომებსაც იყენებენ, თუმცა ამჯერად ყველაფერი დასახლებულ ტერიტორიაზე მოეწყო.
BMW E46–ის პილოტმა მართლაც მაღალი დონის დაფიქსირება შეძლო. მან სახლებს შორის ძალიან დიდი სიჩქარით გაიარა და თან ცოტა დრიფტიც კი მოასწრო.