თბილისში, თემქაზე მე-4 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის ძველი აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ შესაბამის სტრუქტურებს, კორპუსისა და აივნების მდგომარეობის შესახებ.
ადგილზე დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.