LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საელჩოს კვერცხები და სხვა ნივთები ესროლეს

55

რუსეთში მდებარე უკრაინის საელჩოსთან ათეულობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის დიპლომატიური მისიის შენობასთან 200-მდე ადამიანმა მოიყარა თავი.

დემონსტრანტებმა უკრაინის საელჩოს კვერცხები და სხვა ნივთები ესროლეს, შემდეგ კი მიიმალნენ. პოლიციის თანამშრომლებს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

მიმდინარე კვირას უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების რუსეთის საკონსულოში ჩატარებას ხელი შეუშალეს, საკონსულოს შენობის ბლოკადა მოაწყეს და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები