LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალაზნის არხში ბავშვი დაიხრჩო

256
img-7102-1532595620-1024x768

თელავში, ალაზნის არხში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოხდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. როგორც ცნობილია მაშველებმა მოზარდის ამოყვანა არხიდან შეძლეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი უფროს ძმასთან ერთად საბანაოდ იყო წასული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები