უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის შვილი, ბობი კრისტინა ბრაუნი გარდაიცვალა. მანამდე კი გოგონა ნახევარი წლის მანძილზე კომაში იყო. რა შეემთხვა ბობი კრისტინას, ჯერ არავინ იცის, მთავარ ეჭვმიტანილად კრისტინას ქმარი, ნიკ გორდონი რჩება.
გოგონას გარდაცვალება უიტნი ჰიუსტონის თაყვანისმცემლებისთვის ძალიან ტრაგიკული იყო. კრისტინას მამა კიამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ მოიკრიბა ძალა იმისთვის, რომ შვილის საფლავი მოინახულოს.
„არ შემიძლია მივიდე საფლავზე, ცოცხალი და ჯანმრთელი, როდესაც ვიცი, რომ ჩემი ქალიშვილის სხეული ფერფლად არის ქცეული. ის წავიდა…“ – განაცხადა ბობი ბრაუნმა.
მემუარების წიგნში მუსიკოსი აღნიშნავს, რომ შვილს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. უიტნისთან განშორების შემდეგ ბობი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა, სხვა ცოლთან და შვილებთან ერთად. მაშინაც კი, როდესაც ჰიუსტონი გარდაიცვალა, კრისტინას ბედით არ დაინტერესებულა. გოგონას მარტოობა ტანჯავდა და ნარკოტისა და ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული. ქმარი, ნიკ გორდონი კი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
სანამ ბობი კრისტინას აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახავდნენ, გოგონამ სოციალურ ქსელში სევდიანი ჩანაწერები დაწერა, ოცნებობდა, დედასთან ერთად ყოფილიყო. თვითმკვლელობის ვერსიას სამართალდამცავი ორგანოები ამ დრომდე განიხილავენ.