თამარ შავგულიძის “კომეტების” პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ქართული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები” იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას GNFC – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ფილმი ორი შუახნის ქალბატონის მეგობრობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს.
ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შედგება ფილმის ჩვენება და მსოფლიო პრემიერა.
https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/videos/346051966345571/