LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააპატიმრეს

113
ატამბაევი

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააპატიმრეს. ამის შესახებ მისი შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა. გუშინ სპეცრაზმის მიერ მისი რეზიდენციის შტურმისას 52 ადამიანი დაშავდა და ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია ატამბაევის დაკავების თაობაზე, თუმცა ადგილზე შეკრებილმა მომხრეებმა ის სამართალდამცავებს არ გაატანეს.

დღეს სპეცსამსახურებმა მის სახლთან, დედაქალაქის გარეუბანში უკვე რამდენიმე ათას სამართალდამცავს მოუყარეს თავი და ატამბაევის რამდენიმე ასეულმა მომხრემ მათ სერიოზული წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია.

დღის მეორე ნახევარში სპეცრაზმმა ორჯერ განახორციელა შტურმი. პირველი მოიგერიეს და მეორე შტურმისას ატამბაევი პოლიციას ჩაბარდა.

ატამბაევის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. პარლამენტმა მას ივნისში მოუხსნა ექსპრეზიდენტის სტატუსი, რაც იმუნიტეტის გაუქმებას ნიშნავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევში ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ატამბაევი ბრალს არ აღიარებს და საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები