LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ბანკი” მომხმარებელს განვადებას დღეში 2 ლარად სთავაზობს

230

“საქართველოს ბანკი” საკუთარ მომხმარებელს 8 ივნისიდან განვადებით სარგებლობას დღეში 2 ლარად სთავაზობს.

”ხშირად, 2 ლარი ისე გვეხარჯება, რომ ამას ვერ ვამჩნევთ. ”საქართველოს ბანკის” განსაკუთრებული შეთავაზებით კი დღეში სწორედ 2 ლარის გადახდით უკვე შესაძლებელია ტექნიკისა და ავეჯის შეძენა, მათ შორისაა: მაცივარი, ტელევიზორი, მობილური, კონდიციონერი, გაზქურა, ლეპტოპი, ავეჯი და სხვა”, – განაცხადეს ბანკში.

მათივე ინფორმაციით,  მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს განვადებით დღეში 2 ლარად, 3,000-ზე მეტ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში,  სადაც ”საქართველოს ბანკის”  განვადების წერტილებია. ამასთან, განვადებით დღეში 2 ლარად სარგებლობა შეუძლია 20-დან 70 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც შეადგენს 300-დან 1,500 ლარამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები