პროკურატურა “ტვ პირველის” მფლობელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით საგანაგებო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს უკავშირდება. პროკურატურის განცხადებით, საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზე.
საგამოძიებო ორგანოს ამტკიცებს, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით თიბისი ბანკისგან სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. მათივე ცნობით, იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
“ტვ პირველის” მფლობელს სავარაუდოდ, ზეგ, 8 აგვისტოს დაკითხავენ.
ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ, შანსი ნული გაქვთ, ყველას ვერ დაიჭერთ - ტვ პირველის დამფუძნებელი
ვატო წერეტელი პროკურატურაში დაიბარეს
ვატო წერეთელმა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს პასუხს გამომძიებელს.
ვატო წერეთელი, მის მიმართ გამოძიების გააქტიურებას, TV პირველის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.