LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოღმა – იგივეა, დალიო შხამი და იმედი გქონდეს, რომ სხვა მოიწამლება! – ხავიერ ბარდემის ცნობილი გამონათქვამები

32169
FORTUNA. GE

„მჯერა, რომ ოდესღაც ადამიანები მართლაც პატარა მაიმუნები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში დილაობით, როცა სარკეში ვიყურები, აუცილებლად მოკითხვას ვუგზავნი დარვინს, რადგან განსაკუთრებით დამაჯერებლად მეჩვენება მისი თეორია“, – აღნიშნა ხავიერ ბარდემმა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არც თვითკრიტიკა აკლია, არც თვითირონია.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ხავიერ ბარდემის ცნობილ ფრაზებს:

ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს განსაზღვრო საკუთარი პოზიცია, რადგან მუდმავად შუაში ყოფნა და ყველას გულის მოგების სურვილი, მხოლოდ სიბრიყვე და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის შიშია.

არ მიყვარს ადამიანები, ვინც ჩემულობს, რომ ყველაფერი „ყველაზე, ყველაზე“ აქვს, რადგან სინამდვილეში არაფერი აბადიათ „ყველაზე, ყველაზე“ დიდი შურის გარდა.

20 წლის ასაკში, იმას ნანობ, რაც 14 წლისამ გააფუჭე, 35 წლისას 20 წლის ასაკში ჩადენილი შეცდომები გაქვს სანანებელი, 50 წლისა კი, საერთოდ მთელ ცხოვრებას ნანობ. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ აზრი არ აქვს სინანულს, რადგან სიამოვნებით გავიმეორებდი ახალგაზრდობის ყველა შეცდომას.

მორცხვი ადამიანების მსგავსად, ვისზეც ვერავინ იტყვის, რომ მორცხვია, სინამდვილეში მეც ძალიან მორცხვი ვარ.

ყველა ადამიანში სამი „მე“ ცხოვრობს. ერთი, რომელიც გგონია რომ ხარ, მეორე, რომელიც გინდა რომ იყო და მუდმივი ბრძოლაა მათ შორის ლიდერობისთვის, თუმცა, ყოველთვის მესამე „მე“ ანუ ის, იმარჯვებს, რაც სინამდვილეში ხარ.

ნამდვილი სილამაზე სიმახინჯეში იმალება! – სწორედ ასე ვამხნევებ საკუთარ თავს ყოველდღე.

ნიჭიერმა ადამიანმა არასდროს იცის, რას აკეთებს, რატომ აკეთებს და როგორ, თუმცა ყოველთვის შედევრი გამოსდის.

მე – ქუჩის შვილი ვარ, ქუჩაში გავიზარდე და სწორედ იქ ვისწავლე ჭკუა.

მსახიობი მხოლოდ მუშაობის დროს ირგებს როლს, ის კი, ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა, მთელი ცხოვრება როლების მორგებაშია.

ბევრს ჰგონია, რომ ფილმში მთავარი მოთხრობილი ისტორიაა, მე კი მგონია, რომ მთავარი თხრობის უნარია.