LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო : C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფართოვდება

122

10 ივნისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ნებისმიერ C ჰეპატიტით დაავადებულ მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმების გარეშე, შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად. სამინისტროს ბაზაში რეგისტრირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მკურნალობისთვის საჭირო კვლევები, მხოლოდ რეგისტრაცია იქნება საჭირო, ხოლო ახალმა პაციენტებმა, მკურნალობის პროცესში ჩართვამდე, საჭირო კვლევები უნდა ჩაიტარონ.

ამ ეტაპზე მომლოდინე რეჟიმში უკვე იმყოფება 13 ათასზე მეტი ადამიანი, პაციენტების რიგის მართვა განხორციელდება კლინიკებთან შეთანხმებით, ბაზაში დარეგისტრირების თარიღის მიხედვით.

პაციენტთა გაზრდილი ნაკადის სამართავად გაიხსნება ცე ჰეპატიტის სერვის ცენტრი თბილისში, ფალიაშვილი 110 ნომერში, რომელიც, ყოველთვიურად, დახლოებით 2250-3000 პაციენტს მოემსახურება.

ცენტრში იქნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები და ცენტრის საშუალებით განხორციელდება პაციენტთა რიგების მართვა. აქვე შესაძლებელი იქნება უფასო სკრინინგული კვლევების ჩატარება.